ზაზა ბიბილაშვილი: მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს სამი კითხვით

„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზაზა ბიბილაშვილი:
ზუსტად 34 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში 13-თვიანი ომის პირველი ტყვია გავარდა. ამასთან დაკავშირებით, მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს სამი კითხვით:
პირველი – ვინ დაიწყო აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს 1992-1993 წლების ომი, რომლის დროსაც დაიგეგმა და განხორციელდა ქართველების ორი გენოციდი და მოხდა აფხაზეთის ოკუპაცია (გარდა კოდორის ხეობისა)?
მეორე – ბოდიში 1992-1993 წლების ომისთვისაც გვაქვს მოსახდელი თუ მხოლოდ 2008 წლისთის? (სავარაუდოდ მაგ ომისთვისაც, რადგან 2008 წელს აფხაზეთში ტყვია საერთოდ არ გავარდნილა, მაგრამ მაინც ვაზუსტებ.)
დაბოლოს – შეგვახსენეთ ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა 2012 წლის შემდეგ, რომლის მიზანიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენა ან ამ რეგიონებან დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნება იქნებოდა.
გმადლობთ პატრიოტიზმისთვის!