ვინ არის ბიზნესმენი გიორგი არველაძე, რომლის კომპანიამ აფხაზეთს საწვავი მიაწოდა

“ვმუ­შა­ობ აფხაზ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. ეს არის ხიდი ქარ­თულ და აფხა­ზურ ბიზ­ნესს შო­რის“, – აცხა­დებს ბიზ­ნეს­მე­ნი.

  • არ­ვე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საწ­ვა­ვი „ძი­რი­თა­დად გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, იქა­უ­რი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის­თვის“ არის გან­კუთ­ვნი­ლი.

“ეს რომ არ შეგ­ვე­ტა­ნა, 20-ლიტ­რი­ა­ნი „კა­ნის­ტრე­ბით” და­ი­წყებ­და 40 ათა­სი ქარ­თვე­ლი გად­მოს­ვლას ზუგ­დიდ­ში. ამი­ტო­მაც გა­და­წყდა, რომ ჯობ­და მე შე­მე­ტა­ნა ჩემს აფხაზ მე­გობ­რებ­თან ერ­თად“, – აცხა­დებს გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“.

არ­ვე­ლა­ძის თქმით, აქამ­დე ხდე­ბო­და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა, ხოლო საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბა პირ­ვე­ლად მოხ­და.

რა ვი­ცით „სო­ლი­დუს­ზე“, რო­მელ­მაც აფხა­ზეთს საწ­ვა­ვი მი­ა­წო­და

სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნია „სო­ლი­დუ­სი“ ბა­ზარ­ზე 2010 წლი­დან ოპე­რი­რებს. მისი 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეა, ხოლო დი­რექ­ტო­რი შოთა კევ­ლიშ­ვი­ლი. გარ­და „სო­ლი­დუ­სის“ გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე წი­ლებს ფლობს კი­დევ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა