ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი

ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის დეოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მკაფიო პოლიტიკური ხაზი და გზავნილი.
პრემიერის შეფასებით, ქსენოფობია ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენაა და არარსებული პირების საუბარი, თითქოს საქართველოში რუს ტურისტებს შეურაცხყოფენ, ხელოვნურია.
“რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენმა მტრებმა ვერ მიაღწიონ მიზანს –  აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაფრთხილებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საზოგადოება უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სურს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს და რატომ არის გაჩაღებული რუსოფობიური კამპანია საქართველოში, რაც აბსოლუტურად ხელოვნურია. რუსოფობია და ზოგადად, ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა.
შესაბამისად, ეს ყველაფერი  აბსოლუტურად ხელოვნურია და არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი. ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ე.წ. „დიპ სტეიტის“ საერთო ქოლგის ქვეშ. ვიდეოები ვრცელდება, სადაც არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც არის მარტივი ტყუილი, თუმცა ვხედავდით კოორდინაციას, ქვეყნის გარედან იყო კოორდინირებული ეს ყველაფერი და მხარდაჭერილი იყო ქვეყნის შიგნით“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში