აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს, თუმცა ირანს უსიამოვნებების შექმნა შეუძლია.
„სრუტეს 100%-ით ვაკონტროლებთ, მაგრამ ირანს უსიამოვნებების შექმნა შეუძლია. ახლა, შეუძლიათ თუ არა მათ პრობლემების შექმნა? დიახ, მათ შეუძლიათ პრობლემების შექმნა, მაგრამ ისინი გაკოტრებულები არიან, მათ ფული არ აქვთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ირანისკენ მიმავალ გემებზე დაწესებული ბლოკადა ფოლადის კედელია, სრუტეში ირანთან არსებული ვითარება კი ოდნავ რთულია.
„ისინი დროდადრო ნაღმს დებენ, ჩვენ კი ამ ნაღმებს ვპოულობთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.




