ირანის უზენაესმა ლიდერმა 6 სამხედრო მაღალჩინოსანი დანიშნა

10 აგვისტოს ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ, რომელიც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც არის, მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებულ ძალებში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ბასიჯის რიგებში ექვს მაღალი დონის დანიშვნაზე.შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად დაინიშნა გენერალ-მაიორი ალი აბდოლაჰი, მისი მოადგილე იქნება ბრიგადის გენერალი კიოუმარს ჰეიდარი.ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მთავარსარდლად დაინიშნა ბრიგადის გენერალი აჰმად ვაჰიდი, რომელსაც ამავე დროს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. IRGC-ს მთავარსარდლის მოადგილედ დაინიშნა გენერალ-მაიორი მოსტაფა იზადი.IRGC-ს საზღვაო ძალების მეთაურობა დაეკისრა კონტრ-ადმირალ ალი ოზმაეის. ბასიჯის ხელმძღვანელი იქნება ჰუჯათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინ ჰოსსეინ თაები.
ირანული “ტაბნაკის” ცნობით, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ IRGC-ს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა უკავშირდება “სიონისტი-ამერიკელი მტრის” ხელიდან კორპუსის ყოფილი სარდლის გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის “ღირსეულ და ამაყ, მოწამეობრივ სიკვდილს”, აგრეთვე ვაჰიდის გამოცდილებისა და თვალსაჩინო მსახურების აღიარებას. 9 აგვისტოს “აქსიოსმა” აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ინტერვიუს შინაარსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა ირანზე ეკონომიკური ზეწოლის ზრდისთვის მზადყოფნა, სამხედრო იერიშზე ბრძანების გაცემის ნაცვლად. ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპი მასშტაბური სამხედრო მოქმედებების განახლების ზღვარზე იყო. “აქსიოსი” წერს, რომ ინტერვიუს დროს მას არ გამოუთქვამს სამხედრო მუქარა. მას არ გამოუხატავს ბრაზი ან უკმაყოფილება იმის, გამო, რომ ირანი აჭიანურებს ორმუზის სრუტის გახსნაზე ომანთან შეთანხმების გამოცხადებას. შაბათს ირანმა სრუტეში მიმოსვლის აღსადგენად მოთხოვნების ახალი სია გამოაქვეყნა. “ვცდილობთ, არ მივაქციოთ ყურადღება”, – უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა “აქსიოსს”:
“ნახევრად მოლაპარაკებებში ვართ მათთან. უბრალოდ ვუყურებთ ირანს, უზარმაზარი ინფლაციითა და მისი უფულობით”. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ეკონომიკურად “ძალიან ცუდ ფორმაშია”, არ გააჩნია ფული, რომ ჯარს გადაუხადოს; აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ კი გაამწვავა ირანის რეჟიმის ეკონომიკური კრიზისი. 8 აგვისტოს ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა მოჰამა ბაღერ ზოლგადრმა წარმოადგინა ორმუზის სრუტის გახსნის ახალი პირობები, რომლებიც აშშ-მა უნდა შეასრულოს:”არასდროს, არც ერთ ენაზე არ დაემუქროს ან შეურაცხყოს ირანი” “სამუდამოდ დაასრულოს ომი ირანისა და ლიბანში, ღაზაში, იემენსა და ერაყში ირანის მოკავშირეების წინააღმდეგ””მოხსნას საზღვაო ბლოკადა და გაიყვანოს სამხედრო ძალები ირანის შემოგარენიდან”.ამას ემატება მოთხოვნა ირანისთვის ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე, ყველა სანქციის მოხსნასა და ირანის დაყადაღებული ფონდების გახსნაზე.”აქსიოსი” წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ აღნიშული მოთხოვნები ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს მიემართებოდა, ახლა კი ირანი მათ მხოლოდ სრუტის გახსნის კონტექსტში აყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…