“პირველების” ინფორმაციით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის კომუნისტური პარტიის რიგებში შევიდა

“პირველების” ინფორმაციით,  ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის კომუნისტური პარტიის რიგებში შევიდა. ამ ეტაპზე უცნობია, რაში სჭირდება პოლიტიკოსის სტატუსი საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილს კაცს.

“პირველებმა” მოპოვებული ინფორმაციის შესახებ ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატს ჰკითხა, გაგი მოსიაშვილმა თქვა, რომ ფარცხალაძის პოლიტიკურ გეგმებზე არაფერი იცის.

ჩემთვის ცნობილია, რომ ოთარ რომანოვ – ფარცხალაძე არის ბიზნესში. მისი პოლიკური აქტიურობის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის”- განაცხადა ადვოკატმა. 

ამის პარალელურად, სისხლის სამართლის საქმეში გაჩნდა ახალი ჩვენება. ფარცხალაძის ადვოკატმა ის მოსკოვიდან ჩამოიტანა.

როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, ფარცხალაძის ადვოკატი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც გამოკითხა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, „დედ ხასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი – საუბარია პირზე, რომელიც გამოძიების ვერსიით, ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთია.

დაცვის მხარე საქმეზე სწორედ ამ გამოკითხვის ოქმის დართვას მოითხოვს. ადვოკატების თქმით, უსოიანი ოქმში განმარტავს, რომ მისი ოჯახი „შურისძიებაზე უარს აცხადებს“. ამასთან, დაცვის მხარე საქმის მასალებისთვის ითხოვს იმ ინფორმაციის დართვასაც, რომელიც უშუალოდ რუსული გამოძიებისგან გამოითხოვეს.

“რაც არ უნდა მომივიდეს, გახსოვდეთ, არასდროს იკითხოთ ჩემი ამბავი, მის დანაბარებს ვასრულებთ პირნათლად”– აცხადებს უსოიანი ბიზნესმენ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატებისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ამასთან, გამოკითხულია კრემლისტური პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია, რომელიც ჩვენებაში წერს, რომ ფარცხალაძეს  ჯანგველაძის მკვლელობის მოტივი არ ჰქონია.

  • რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატებს დასაკითხ პირთა სიაში ჰყავთ ირაკლი უსოიანი, მამუკა ფიფია, ნიკოლოზ კარტოზია და გიორგი ნინიკაშვილი.

გაგი მოსიაშვილის თქმით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.

მისივე თქმით, დაცვის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ არანაირი სახის კონფლიქტი, დაძაბულობა, ბიზნეს ინტერესები, ალკოჰოლი თუ სიგარეტი საქმეში არ ფიგურირებს და ეს არის პატაკის ავტორის მიერ გარკვეულწილად მონაყოლი ზღაპარი, რომლის ფრთაშესხმასაც საგამოძიებო ორგანო წარმატებით ცდილობს.

როგორც მოსიაშვილმა მედიას განუცხადა,  ბრალდების მხარის მოწმეების – ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას მიერ ფარცხალააძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენები, სანდო და სარწმუნო არ არის, რის გამოც, იურისტის განცხადებით, მათი ჩვენებები საქმეს არ უნდა დაერთოს.

საბანკო გადარიცხვები ადასტურებს თურმე, რომ ოთარ რომანოვა-ფარცხალაძის ბრალეულობას ამ უმნძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით, რაც რბილად რომ ვთქვათ, სამართლებრივი ბელექტრისტიკაა. ბრალდების მხარე თავის ე.წ. პატაკებში სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფორმულირებით, ცდილობს სასამართლო გარკვეულწილად ეჭვის ფორმატში დააჯეროს, რომ რაღაც გარკვეული სახის კონფლიქტური სიტუაცია იყო ამ ადამიანებს შორის. კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ არანაირი სახის კონფლიქტი, დაძაბულობა, არანაირი სახის ბიზნეს-ინტერესები, არანაირი სახის ალკოჰოლი თუ სიგარეტი საქმეში არ ფიგურირებს და ეს არის პატაკის ავტორის გარკვეულწილად მონაყოლი ზღაპარი. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე “ოქროს მოწმეებად” წოდებული რუსეთის 2 მოქალაქე იძლევა ირიბ ჩვენებას, რომელიც თურმე საუბრობს გარკვეულ კონფლიქტზე. აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან ცრუ დასმენასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ საგამოძიებო ორგანო არკვევდეს, ეს ნამდვილად ასეა თუ არა, კბილებით იცავენ მიკულსკისა და ნარცისოვას. 

ბრალდების მხარის ვერსია არის ანულირებული – გაცამტვერებული. პატაკი და პატაკზე არსებული ინფორმაცია, რამდენად აბსურდულია, ამას ადასტურებს იგივე ირაკლი უსოიანის გამოკითხვა, რომელმაც თავის გამოკითხვის ოქმში აღნიშნული შეაფასა, როგორც სრულ აფსურდად”- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. 

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება – დღეს პროცესი მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპზე გადაიდო. სხდომა 11 აგვისტოს, 15:00 საათზე განახლდება.

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს