ბრიტანული განათლება, ცოლი და სამი შვილი – რა ქონებას ფლობს გივი მიქანაძე

  • გივი მი­ქა­ნა­ძის გა­ნათ­ლე­ბა და გზა პო­ლი­ტი­კამ­დე:

მი­ქა­ნა­ძე პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ასე­ვე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ესექ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და­ცუ­ლი აქვს ამ­სტერ­და­მის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო შსს-ის აკა­დე­მი­ის ლექ­ტო­რი, პე­და­გო­გი, ლექ­ტო­რი სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. არის არა­ერ­თი წიგ­ნის, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი.

მი­ქა­ნა­ძე ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

“აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რომ ის არის იდე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე. მინ­და ბა­ტონ გი­ვის ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბე­ბი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ბრი­ფინგზე კო­ბა­ხი­ძემ.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი გივი მი­ქა­ნა­ძის შე­სა­ხებ:

47 წლის მი­ქა­ნა­ძეს 2006 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს იუს­ტი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კის, 2017 წელს კი პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბე­ბი.

2005 – 2008 წლებ­ში ეკა­ვა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოს­ტი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთავ­რო­ბა­ში.

2016 – 2018 წლებ­ში იყო პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი.

  • ის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის წევ­რი და ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

    გივი მი­ქა­ნა­ძის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და აქ­ტი­ვე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

    ქო­ნე­ბა:

    მი­წის ნაკ­ვე­თი: დმა­ნი­სი, სო­ფე­ლი ბოს­ლე­ბი, 1000 კვ.მ. (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია ნას­ყი­დო­ბით 16.04.2021, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1500 USD.

    მი­წის ნაკ­ვე­თი: ლან­ჩხუ­თი, სო­ფე­ლი არ­ჩე­უ­ლი, თა­მაზ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის ქუჩა N22, 613 კვ.მ. (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია ნას­ყი­დო­ბით 30.07.2024, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 8400 GEL.

    აგა­რა­კი: დმა­ნი­სი, სო­ფე­ლი ბოს­ლე­ბი, 1221 კვ.მ. (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია მი­წის ნას­ყი­დო­ბით და სახ­ლი­სა და დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბით 16.04.2021, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 70000 GEL.

    მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა: ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლენ­დე­რი (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია ნას­ყი­დო­ბით 22.04.2023, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 24500 USD.

    დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას მი­ქა­ნა­ძეს “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და – 900 ლარი; საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე – 10006,36 ლარი; პრე­მი­უმ ანა­ბა­რი – 10002,04 დო­ლა­რი.

    “თი–ბი–სი ბან­კი”: მიმ­დი­ნა­რე (სა­ხელ­ფა­სო) – 1929,5 ლარი.

    და­ვით მი­ქა­ნა­ძე (შვი­ლი):

    “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი”: ანა­ბა­რი – 1069,95 დო­ლა­რი; სა­ბავ­შვო ანა­ბა­რი – 650 ევრო.

    ლუკა მი­ქა­ნა­ძე (შვი­ლი):

    “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი”: ანა­ბა­რი – 1600 დო­ლა­რი.

    ნი­კო­ლას მი­ქა­ნა­ძე (შვი­ლი):

    “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი”: ანა­ბა­რი – 1200 დო­ლა­რი.

    ნინო მი­ქა­ნა­ძე (მე­უღ­ლე):

    “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი”: სა­ხელ­ფა­სო – 800 ლარი; მო­თხოვ­ნამ­დე ანა­ბა­რი – 1615,8 ლარი; მო­თხოვ­ნამ­დე ანა­ბა­რი – 1000 დო­ლა­რი.

    მე­უღ­ლის ქო­ნე­ბა:

    ბინა (ნინო მი­ქა­ნა­ძე): თბი­ლი­სი, პეტ­რე იბე­რის შე­სახ­ვე­ვი, N13, 55,6 კვ.მ. (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია ნას­ყი­დო­ბით 22.01.2025, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 44480 დო­ლა­რი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის მშე­ნე­ბა­რე ბინა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბა და ჩა­ბა­რე­ბა იგეგ­მე­ბა 2026 წლის ბო­ლომ­დე.

    შე­მო­სავ­ლე­ბი (2024 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით):

    ნინო მი­ქა­ნა­ძე: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტი, წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი (01.01.2024 – 31.12.2024): 30583 ლარი.

    გივი მი­ქა­ნა­ძე: ხელ­ფა­სი (ჰო­ნო­რა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თა­ნა­ავ­ტო­რო­ბის­თვის): 5150 ლარი; ხელ­ფა­სი (ჰო­ნო­რა­რი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის): 6800 ლარი.

    გა­სა­ვა­ლი: უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლი თან­ხა: 8400 ლარი.

    • ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა

    გივი მი­ქა­ნა­ძე და­ი­ბა­და 1977 წლის 20 მა­ისს. მისი მე­უღ­ლეა ნინო მი­ქა­ნა­ძე 1993 წლის 10 იან­ვარს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წყვილს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 16 წე­ლია წე­ლია. ნინო მი­ქა­ნა­ძე და­საქ­მე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად.

    წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს:

    და­ვით მი­ქა­ნა­ძე: და­ბა­დე­ბუ­ლი 2014 წლის 6 ნო­ემ­ბერს.

    ლუკა მი­ქა­ნა­ძე: და­ბა­დე­ბუ­ლი 2020 წლის 7 ნო­ემ­ბერს.

    ნი­კო­ლას მი­ქა­ნა­ძე: და­ბა­დე­ბუ­ლი 2022 წლის 7 ივ­ლისს.

    შე­გახ­სე­ნებთ, ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძემ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა დღეს, 30 ივ­ნისს და­ტო­ვა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა თა­ვად წუ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრად ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძე 2024 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნულ პოსტზე ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ წა­რად­გი­ნა. წუ­ლა­ძე მა­ნამ­დე ამა­ვე უწყე­ბა­ში, მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წუ­ლა­ძემ გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი შეც­ვა­ლა.

ასევე დაგაინტერესებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ – მკაცრად ვგმობთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები