,,დღევანდელი დღეც საკმარისია მოახლოებული გეოპოლიტიკური კატასტროფის აღსაქმელად“ – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,დღევანდელი დღეც საკმარისია მოახლოებული გეოპოლიტიკური კატასტროფის აღსაქმელად, მით უფრო, კობახიძის დღევანდელი განცხადების ფონზე

აშშ-მ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, გამოაშკარავებულია კრიპტოვალუტის ფარული ქსელი, რომლის გამოყენებითაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სანქციებს არიდებდა თავს.

აშშ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საგანგებოდ აღნიშნა აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმების წლისთავი და პროგრესი TRIP სარკინიგზო კორიდორის განვითარების გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მან დამატებით 201 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე განაცხადა.“

ასევე დაგაინტერესებთ