პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივას არ შეუერთდება

პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ს ინიციატივას არ შეუერთდება.
პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და ს გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული.
ამის მიუხედავად, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, „პრეზიდენტი არჩეული იყოს პირდაპირი წესით, მოქალაქეების მიერ და არა იმ მოდელით, რაც დღესაა“.
„ჩვენ ამ პლატფორმაში მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ იქ არის ადამიანების ყრილობა, რომელთათვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია და 2024 წლის არჩევნები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. ჩვენ ამ ადამიანებთან საერთო არ გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება