ზამთარში უკანასკნელი საცხოვრებლიდან არ გამოასახლოთ ადამიანები — ომბუდსმენი აღსრულებას

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აღსრულების ბიუროს თავმჯდომარეს, მირიან ხარაბაძეს მიმართავს, შეაჩეროს გამოსახლებების პროცესი ზამთარში იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ადამიანების უკანასკნელ საცხოვრებელს. შესაბამისი წინადადებით იოსელიანმა ხარაბაძეს დღეს, 7 თებერვალს მიმართა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ზამთარში მოვალეთა გამოსახლება უძრავი ქონებიდან, რომელიც მათთვის ერთადერთი საცხოვრებლის ფუნქციას ასრულებს, „ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ საუკეთესო სტანდარტებს“. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა სათანადოდ არ იღებს მხედველობაში კონსტიტუციაში განმტკიცებულ კონსტიტუციურ პრინციპებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, საპირისპირო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მიიჩნევს, რომ პრაქტიკის ცვლილება აუცილებელია ამ კონტექსტის გათვალისწინებითაც.
ამავე თემაზე:
· პრეზიდენტი: ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია

ასევე დაგაინტერესებთ

ენტონი ბლინკენი: მადურომ ვენესუელაში არალეგიტიმური საპრეზიდენტო ინაუგურაცია ჩაატარა – 25 მილიონ აშშ დოლარამდე ვზრდით ჯილდოს ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაპატიმრებამდე მიგვიყვანს