შალვა პაპუაშვილი – შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა – ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბაღდათის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის.
ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალუდა ღუდუშაური – ჩვენი მიზანი არ არის, ვინმე დავსაჯოთ და დაპირისპირების კიდევ უფრო მეტ სპირალში შევიდეთ, არამედ ამ გაკვეთილებმა უნდა გვასწავლოს ერთი რამ: გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარდეს ერთმანეთი

თინა ბოკუჩავა საგამოძიებო კომისიაზე – ეს არის ღალატის კომისია რუსული დაკვეთით – საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი ვერ გადაწერს საქართველოს ისტორიას, „ნაციონალურ მოძრაობას” ვერაფერს დააკლებენ