აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჯეიჰუნ ბაირამოვს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდა.
კიევში ვიზიტის ფარგლებში ბაირამოვი თავის უკრაინელ კოლეგასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
ასევე, ჯეიჰუნ ბაირამოვი სხვა უკრაინელ ოფიციალურ პირებსაც შეხვდება.




