IAEA-ის ხელმძღვანელი ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ჩავიდა, უკრაინაზე რუსეთის შეტევებს ემსხვერპლა სულ მცირე სამი ადამიანი

გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი 7 თებერვალს ჩავიდა ს მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში, რათა შეაფასოს ბირთვულ სადგურზე არსებული ვითარება. ზაპოროჟიეში ჩასვლამდე, 6 თებერვალს, მან კიევში შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტ სთან, ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
7 თებერვალს რუსეთის მხრიდან რაკეტებითა და დრონებით შეტევებს ში ემსხვერპლა სულ მცირე სამი ადამიანი. რუსეთის მიერ ნასროლი და უკრაინელების მიერ ჩამოყრილი რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა.
“რუსეთის კიდევ ერთი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა ექვსი რეგიონი. ჩვენი ყველა სამსახური მუშაობს ამ ტერორის შედეგების აღმოსაფხვრელად”, – დაწერა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
ზელენსკის თქმით, კიევში დაიჭრა სულ მცირე 10 ადამიანი. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დაღუპულია ორი პირი. შესაძლოა ადამიანები ნანგრევებში იყვნენ მოყოლილი.
კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა სამხრეთის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად. მანამდე განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა უკრაინის ყველა რეგიონში.