ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
ფოტო: Instagram / Mint
5
წაკითხვა
ბიოჰაკერი ბრაიან ჯონსონის თქმით, ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა საკმარისად კარგად არაა შესწავლილი. სწორედ ამიტომ მან თავისი შეყვარებულის, კეიტ ტოლოს, დღის დეტალური რუტინა გამოაქვეყნა. როგორც ჯონსონი ამბობს, ტოლო იმ მონაცემებს აგროვებს, რომლებიც ოდესღაც მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემები გახდება.
ტოლოს განრიგის ყოველი წუთი ზედმიწევნით აქვს გაწერილი. რუტინა 100-ზე მეტ დავალების შესრულებაში 50-ზე მეტი მოწყობილობის გამოყენებას გულისხმობს. ამასთან ერთად, ტოლო თავისი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს ძილშიც კი აგროვებს. ამაში მას სპეციალური მოწყობილობები ეხმარება: ძილის ბეჭედი და “ტექნო-ტამპონი” (როგორც ამ მოწყობილობას ჯონსონი უწოდებს). მეორე მხრივ, ამ იდუმალი მოწყობილობის შესახებ ჯონსონი დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ამხელს.
სხვათა შორის, ეს მოწყობილობა ფოტოში გამოჩნდა, რომელიც ამ თვის დასაწყისში The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ე.წ. ტექნო-ტამპონი ნახსენებია, როგორც: “აკრილის მოწყობილობა, რომელიც ვაგინაში თავსდება და და სისხლის დინებაში არსებულ ვარიაციებს აფიქსირებს”.
სავარაუდოდ, ტოლოს წამოწყება $2.6 მილიონი დოლარი დაჯდება. ამ პროექტს თავად წყვილის შექმნილი კომპანია Immortals დააფინანსებს, რომელიც ძირითადად საკვებ დანამატებს ყიდის.
ჯონსონი განმარტავს, რომ ტოლო თავისი მენსტრუალური ციკლის შესახებ 14 მილიონ მონაცემს აგროვებს და მას 12-კაციანი სამედიცინო ჯგუფი აკვირდება.
ტოლოს განრიგი შემდეგნაირია:
იგი 6:30-ზე იღვიძებს. მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ქალი ძილის მონიტორინგის მოწყობილობებს იხსნის, ტუბში აფურთხებს, ენის ქვეშ ტემპერატურას იზომავს, ტექნო-ტამპონს იხსნის, შარდის ნიმუშს იღებს (კორტიზოლისა და სხვა ჰორმონების გასაზომად), მენჯის ფსკერის სიძლიერეს ამოწმებს, ძილის სუბიექტურად აღქმულ ხარისხს აღრიცხავს და ნერვულ სისტემას იზომავს.
7-იდან 8 საათამდე ტოლო მეტაბოლიზმის მონიტორში ბერავს, სასუნთქ ნიღაბს იკეთებს, მზის თერაპიის სინათლეს რთავს, შარდის ფერს ინიშნავს, სისხლის წნევას იზომავს, კბილებს ძაფით იწმენდს, იხეხავს, ენას იწმენდს, სასწორზე დგება, სხეულის ფოტოებს იღებს, 380 მლ წყალს სვამს და რეაქციის დროს ზომავს.
8-იდან 11 საათამდე ტოლო ხელის მოჭერის სიძლიერეს ზომავს, კანისა და ტვინის ჯანმრთელობას იმოწმებს, კიდევ ერთ შარდის ანალიზს იღებს. მხედველობას, სმენას, ყნოსვას, გემოსა და ტკივილის აღქმას რამდენჯერმე იმოწმებს.
11-იდან 1 საათამდე ტოლო ტუბში მეორედ აფურთხებს, ცილით მდიდარ საუზმეს იღებს, სხეულსა და თმაზე წითელი შუქის თერაპიას იტარებს, განავლის ნიმუშებს იღებს, ტექნო-ტამპონს იკეთებს, ფილმს უყურებს, “ხანგრძლივი სიცოცხლის სასმელს” სვამს, საკვებ დანამატებს იღებს, გულისცემის მონიტორს რთავს, წონიან ჟილეტს იცვამს და ასე დადის.
1-იდან 4 საათამდე ტოლო იწელება და სავარჯიშოდ ხურდება, სპორტდარბაზის რუტინას მიჰყვება, მეორეჯერ ჭამს, შხაპს იღებს, კანის მოვლის რუტინას იტარებს, იცვამს და 3 საათზე მუშაობას იწყებს.
5-იდან 7 საათამდე ტოლო მეტაბოლიზმის მონიტორში ბერავს, მესამეჯერ ჭამს, მუშაობს, კიდევ ერთხელ ბერავს მეტაბოლიზმის მონიტორში, მეოთხედ იღებს შარდის ანალიზს, მეტაბოლიზმის მონიტორში ბერავს, ტუბში აფურთხებს და მეოთხედ იკვებება.
7-იდან 8 საათამდე ტოლო წყლის მესამე ბოთლს ცლის, შხაპს იღებს, კანს უვლის, კბილებს ძაფით იწმენდს, იხეხავს, ენას იწმენდს, დილისთვის დასალევ წყალსა და გამოსაყენებელ მოწყობილობებს ამზადებს.
8-იდან 10 საათამდე ტოლო თავისი გუნება-განწყობის, მადის და ა.შ. შესახებ ინიშნავს, წიგნს კითხულობს, მშვიდდება, ტუბში აფურთხებს, შარდის ანალიზს მეხუთედ იღებს, წითელი სინათლის ნიღაბს იკეთებს, მეტაბოლიზმის მონიტორში ბერავს, ძილის ბეჭედსა და ტექნო-ტამპონს იკეთებს და იძინებს.
ჯონსონი გვპირდება, რომ აბსოლუტურად ყველანაირ შედეგს გაგვიზიარებს, ცუდსა თუ კარგს, თეორიულსა თუ პრაქტიკულს. ბიოჰაკერის თქმით, ექსპერიმენტის პრაქტიკულ ნაწილზე მას შემდეგ გადავლენ, რაც მონაცემებს 100 დღის განმავლობაში შეაგროვებენ.
თვის დასაწყისში გავიგეთ, რომ ტოლოს ენდომეტრიოზის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დროს საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი ამ ორგანოს გარეთ ვითარდება. ტოლო ამბობს, რომ მას პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი (PMOS) და ადენომიოზიც აქვს. ამასთან ერთად, ქალს მენსტრუალური ციკლის დროს მწვავე ტკივილები აქვს.
წყვილი იმედოვნებს, რომ თავიანთი შრომა სათანადო შედეგს გამოიღებს და ამ პრობლემების შესახებ მეტს გავიგებთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
“დაბნელების სეზონი” დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში10524 ნახვა
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს2865 ნახვა
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?2826 ნახვა
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს2291 ნახვა
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, “მოჩვენებითი” წინაპარი აღმოაჩინეს2065 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
დედამიწა
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
ადამიანი
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
კოსმოსი
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
ადამიანი
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კოსმოსი
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
ბანკები და ფინანსები
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
გადახედვა
მეცნიერება
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
ტექნოლოგიები
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს