შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
ფოტო: Claire Bowern
4
წაკითხვა
დღესდღეობით 7500 სასაუბრო და ჟესტების ენა გამოიყენება, თუმცა ეს კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არსებული ენების უმცირესი ნაწილია.
ახალი კვლევის თანახმად, ენების მრავალფეროვნების ოქროს ხანა 1000-3000 წლის წინ დადგა. ამ დროს ერთდროულად ათიათასობით ენა არსებობდა. სავარაუდოდ, ენების სწრაფი გაქრობა ევროპის კოლონიურ გაფართოებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. სახელმწიფოებისა და იმპერიების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, ადგილობრივი ენები უსწრაფესად გაქრა. მეორე მხრივ, გამქრალი ენების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
ნაშრომის ავტორებმა თავიდან 171 მონადირე-შემგროვებლური და მოთევზავე ტომების მონაცემები გამოიყენეს. მათი პოპულაციის ტიპური ზომით მკვლევრებმა დაახლოებით განსაზღვრეს, თუ რამდენი ეთნოლინგვისტური ჯგუფი არსებობდა 12000 წლის წინ. ეს დრო ჰოლოცენის დასაწყისია: იმ გეოლოგიური პერიოდის, რომელიც გვიანი გამყინვარების ხანიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.მიიჩნევა, რომ ამ დროს დედამიწის მოსახლეობა 4,4-7 მილიონ ადამიანს შეადგენდა. თუ დავუშვებთ, რომ თითოეული ეთნოლინგვისტური ჯგუფი (საზოგადოება, რომელსაც საერთო ენობრივი და კულტურული იდენტობა აქვს) თავის ენაზე საუბრობდა, გამოდის, რომ დაახლოებით 4500-6200 ენა არსებობდა.იმის გამო, რომ ზოგადად ენებსა და საზოგადოებას შორის კავშირზე ბევრი რამაა ცნობილი, საკმაოდ დეტალური მოდელების შექმნა შეგვიძლია. ამ სიმულაციის მრავალჯერ გაშვებით ბოლო 12000 წლის განმავლობაში განვითარებული და გამქრალი ენების რაოდენობის დაახლოებით განსაზღვრაა შესაძლებელი.
სიმულაციების უმრავლესობაში ერთმანეთის მსგავსი კანონზომიერება გამოვლინდა, ამიტომ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ენობრივმა მრავალფეროვნებამ პიკს 2000 წლის წინ მიაღწია და შემდეგ სწრაფად დაიწყო შემცირება.
აღსანიშნავია, რომ ახალ კვლევას თან ბევრი შეზღუდვაც ახლავს, რაც შეიძლება სამომავლოდ გამოასწორონ. მაგალითად, მიწათმოქმედების მხრივ ცვლილებები სხვადასხვა ადგილას განსხვავებულ დროს მოხდა. მსგავს ფაქტორებს ენის გაქრობაზე დიდი გავლენა ექნებოდა, თუმცა ეს ნაშრომში გათვალისწინებული არაა.
საინტერესოა, რომ ენობრივი მრავალფეროვნების შემცირების დრო იმ პერიოდს ემთხვევა, როცა სახელმწიფოებმა და იმპერიებმა დაიწყეს გაფართოება.
ნაშრომში წარმოდგენილი მიგნებები ყურადსაღები მხოლოდ ისტორიული პერსპექტივიდან არაა. ზოგადად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ენებს უნივერსალური ან “ბუნებრივი” მახასიათებლები აქვს. ბევრ ენას საერთო ნიშნები აქვს. მეცნიერებმა ეს იმით ახსნეს, რომ ამ ნიშნებს ადამიანის გონება ბუნებრივად ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, თუ ენების უმრავლესობაში სუბიექტი წინადადების დასაწყისშია, ე.ი. ადამიანებისთვის სუბიექტის აღქმა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს. ამ ვარაუდს ახალი ნაშრომი გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებს: თუ ენების უკიდურესად მცირე ნაწილია გადარჩენილი, ეს შეიძლება მსგავსი განზოგადებისთვის საკმარისი სულაც არ იყოს.
ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
“დაბნელების სეზონი” დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში10524 ნახვა
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს2865 ნახვა
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?2826 ნახვა
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს2291 ნახვა
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, “მოჩვენებითი” წინაპარი აღმოაჩინეს2065 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
Sci-Tech
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
ადამიანი
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
დედამიწა
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
ადამიანი
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
Next საქართველო
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
გადახედვა
ადამიანი
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კოსმოსი
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
ბანკები და ფინანსები
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
გადახედვა
მეცნიერება
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე