ირაკლი ფავლენიშვილი აღიარებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ნაცმოძრაობის ლოიალობას რუსეთის მიმართ ხელი შეუწყო “ევროპაში ძალებმა”

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სწორედ ევროპულმა ძალებმა შეუწყვეს ხელი, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიცია არ ჰქონოდა. ფავლენიშვილის განცხადებით, საჭირო იყო ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.
„აგვისტოს ომის შემდგომ, რუსეთის აგრესიის შემდგომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის, იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ ვიყავით განწყობილები აგრესიულად რუსეთის მიმართ. მათ შორის, ამას ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, ევროპაში ძალებმა. საჭირო იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კულტურის და ეკონომიკის მიმართულებით, სადაც ვაჩვენებდით, რომ არ ვიყავით ასეთი აგრესიულები და ქსენოფობიურად განწყობილები უშუალოდ რუსეთის მიმართ.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც