21
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
შეგახსენებთ, 2008 წლის 4 აგვისტოს დასრულდა ქალაქი ცხინვალიდან მოსახლეობის გაყვანა. ამის საპირისპიროდ აქტიურად მიმდინარეობდა ქალაქში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან, ჩეჩნეთიდან და დონის აუზიდან სამხედრო ძალების მასირებული ჩაყვანა. რუსული 8000 სამხედროსაგან შემდგარი მოიერიშე ნაწილები კი სასაზღვრო ზონაში იდგნენ, “კავკასია-2008” წვრთნების დასრულების შემდგომ და 7 აგვისტოს ღამით უკვე გადმოკვეთეს საზღვარი. ამ ფონზე, 29 ივლისიდან უწყვეტად იბომბებოდა ქართული სოფლები.
შესაბამისად, სანამ ყოველწლიური რუსული პოლიტიკური კამპანია დაიწყება “მძინარქე ქალაქის” დაბომბვის შესახებ, უნდა გავიხსენოთ, რომ ცხინვალი მთლიანად მილიტარიზებული ობიექტი იყო, რომელიდანაც და რომლის შემოგარენში არსებული ფრისის სიმაღლეებიდან მთელი ლიახვის ხეობა იცხრილებოდა. იგივე სიტუაცია იყო ფრონეს ხეობაში (უარესიც კი, სადაც 6 აგვისტოს უკვე სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობდა და სოფელ ავნევსა და ნულს უწყვეტად ცხრილავდნენ).
ამ ფონზე, აგვისტოს პირველივე კვირაში რუსეთს სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებისათვის ყველაფერი მომზადებული ჰქონდა.



