სოციალურ ქსელში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატარიას, რომელიც საქართველოში შვილის დასაკრძალად ჩამოვიდა, ეკლესიიდან გასვენებაზე უარი უთხრეს და ვრცელდება სქრინი, სადაც ის წერს:
“ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე. ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან სახლში. გასვენება ხუთშაბათს, 6 აგვისტოს, 16 საათზე, ზუგდიდი, თავისუფლების ქუჩა 15”
ინფორმაციას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
დავით ქაცარავა:
ფეხის შემდგმელი არ ვარ აწ და მარადის და ვიდრე თქვენ იქნებით.
დავით ჩხაპელია:
რომელმა ღმერთმა თქვა, ღვთის შვილი, ჩემს სახლში არ დაასვენოთო?საქართველოს საპატრიარქო არის პირველი რუსეთის ინტერესების გამტარებელი!სამარცხვინოები და ნაძირლები ხართ თითოეული ეკლესიად წოდებული КГБ-ს შტაბ-ბინაში მოკალათებულო წვეროსანებო! თქვენს დდშვც!
Zaali არ ინერვიულო ჯიმა, გველების გარემოცვაში ჩვენი ანგელოზის დასვენება არ არის საჭირო! ღმერთს არ უთქვია შენთვის უარი! შენმა მტრებმა КГБ-მოსამსახურე წვერიანმა ოფიცრებმა გითხრეს უარი, არც უნდა გეწყინოს მაგათგან მაგათ დდშვც!
გიგა მაქარაშვილი:
თანამედროვე საქართველოს ყველა ომის მონაწილეს, ამჟამად რუსების წინააღმდეგ მებრძოლს, დედა ეკლესიამ უარი უთხრა შვილის ეკლესიაში დასვენებაზე!
ანტიქრისტე არ იკადრებდა ამას თქვე უღმერთო რუსებო!
მაია კალანდია:
მეგრულში არსებობს ერთი სასტიკი სიტყვა, რომელიც გამოხატავს ღვთისგან და ყველასგან მივიწყებულს და გადაგვარებულს –ღორონთგოჭყორელი!
,,ეკლესიებმა უარი მითხრა შვილის დასვენებაზე, ჩემ შვილს მე დავიტირებ ჩემთან სახლში, გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს 16.00 სათზე,ზუგდიდი თავისუფლების ქუჩა 15”
P.S. თქვა ღორონთგოჭყორელეფი..




