რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, რის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა , – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ განჟას ცნობით, დაღუპულებს შორის მაშველი და მისი რვა წლის ვაჟია.
რუსული ძალების იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
რუსების დარტყმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს.




