ისე გამომრჩა თუ ასე გამომრჩა, ტექნიკური ხარვეზია | ზავრადაშვილი დეკლარაციაში დამალულ ქონებაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა მის დეკლარაციაში 3 უძრავი ქონება და მისივე ხელფასი. გარდა ამისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, დეპუტატმა არასრულყოფილად ასახა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
“ეს ალბათ ტექნიკური ხარვეზია, ჩავალ, გავერკვევი და კომენტარს მოგცემთ მერე. ჩემი ხელფასი იმდენად საჯარო ინფორმაციაა, რომ არ მგონია, რომ ეს სალაპარაკო იყოს. [უძრავი ქონება არ გაქვთ მითითებული] ალბათ ტექნიკური შეცდომაა, არ ვიცი, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, ჩავალ გავერკვევი, უძრავი ქონება რაც მქონდა 10 წლის წინ, იგივე მაქვს, 5 წლის წინ, იმის წინ, ერთი და იგივე გადმოდის დეკლარაციაში. […] როგორ გამომრჩა, ისე გამომრჩა თუ ასე გამომრჩა, ტექნიკური ხარვეზია”, – ამბობს ზავრადაშვილი.
იხილეთ:
· ზავრადაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებასა და ხელფასს მალავს, ქმრის ბიზნეს ინტერესს სრულად არ უთითებს | TI

ასევე დაგაინტერესებთ