ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი – აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, თეირანი ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, – ინფორმაციას Al-Jazeera ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ირანი ომანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰორმუზის სრუტეზე უსაფრთხო, დროებითი მარშრუტის უზრუნველსაყოფად.

მისი მტკიცებით, მარშრუტზე ომანთან შეთანხმების მიღწევა სრუტის ხელახლა გახსნისთვის აუცილებელი პირობაა, თუმცა საკმარისი არ არის და საჭიროა აშშ-სა და ისრაელის „სამხედრო აგრესიის“ დასრულება.

„ჰორმუზის სრუტე არ არის დაკეტილი ირანსა და ომანს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო. ჰორმუზის სრუტე პრობლემების წინაშე დგას აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის სამხედრო აგრესიის გამო“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე