ირაკლი კობახიძე: მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას არ მოაკლდება ზრუნვა

გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით და ტრადიციებით.

„მიხარია, რომ ყოველ წელს ასეთი სიხარულით ხვდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა სტუმარი ამ დღესასწაულს. გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც სტუმრებს უზიარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ამოვდივართ მაღალმთიან აჭარაში. ეს კუთხე გამორჩეულია ყველა თვალსაზრისით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით და მდიდარია ყველა თვალსაზრისით. მთავარი სიმდიდრე ამ კუთხის არის ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, გაუზიაროს ადამიანებს სიყვარული, სიხარული და ეს არის, რასაც ყოველ ჯერზე ვგრძნობთ. მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას არ მოაკლდება ზრუნვა. რეგიონი ვითარდება წლიდან წლამდე, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთავრობის სახელით მინდა დაგპირდეთ, რომ არ მოვაკლებთ ზრუნვას ამ არაჩვეულებრივ რეგიონს და არაჩვეულებრივ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე – ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული – სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები