ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია

ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
ფოტო: NASA/JPL/USGS
16
წაკითხვა
ვენერა მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პირობების მქონე პლანეტაა: ზედაპირის ტემპერატურა რამდენიმე ასეულ გრადუს ცელსიუსს აღწევს, დედამიწისგან განსხვავებით კი აქ ოკეანეები არ არსებობს. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ვენერას გეოლოგიურად მიძინებულ პლანეტად მიიჩნევდნენ. ბოლოდროინდელმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ვენერა გეოლოგიურად აქტიურია და, შესაძლოა, მასზე მოქმედი ვულკანებიც კი არსებობდეს.
ვენერას ტექტონიკური აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი პლანეტის უზარმაზარი ნაპრალური ხეობებია. მსგავსი ფორმაციები, მათ შორის აღმოსავლეთაფრიკული ნაპრალთა სისტემა, დედამიწაზეც გვხვდება, თუმცა ვენერაზე ისინი 10 000 კილომეტრს აღწევს. ამ ნაპრალების ასაკი დღემდე ზუსტად დადგენილი არ ყოფილა: ბევრი გეომეცნიერი ვარაუდობდა, რომ ისინი 100 მილიონზე მეტი წლის წინ ჩამოყალიბდა და მხოლოდ პლანეტის ზედაპირზე შემორჩენილი უძველესი მახასიათებლებია.
ვენერაზე უზარმაზარი ნაპრალური ხეობებია, რომლებიც მიუთითებს, რომ პლანეტა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
ფოტო: NASA/JPL/USGS
ETH Zurich-ის მკვლევართა გუნდმა ახალი კომპიუტერული მოდელი გამოიყენა და აჩვენა, რომ ვენერას ზოგიერთი ნაპრალური ხეობა, შესაძლოა, გაცილებით ახალგაზრდა იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
გუნდმა ვენერას ნაპრალების პირველი, მაღალი გარჩევადობის, სამგანზომილებიანი კომპიუტერული სიმულაციები შექმნა. ადრინდელი მოდელები ძირითადად ორგანზომილებიანი იყო და პლანეტარული მასალების ქცევასთან დაკავშირებულ გამარტივებულ ვარაუდებს ეყრდნობოდა. ახალმა მიდგომამ კი მკვლევრებს გაცილებით რეალისტური სურათი აჩვენა, ვენერას ქერქი როგორ იჭიმება, ინაცვლებს და დროთა განმავლობაში დუნდება.
სიმულაციისა და დაკვირვების შედეგების შეჯერებით, მკვლევრები ასკვნიან, რომ ვენერას შიდა სტრუქტურა უფრო აქტიური და დინამიკურია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
სიმულაციებმა აჩვენა, რომ განიერი, ამაღლებული ქედები (ანუ ნაპრალის ფერდობები) ხეობების გასწვრივ სწორედ მაშინ ყალიბდება, როცა ნაპრალები გეოლოგიურად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და აქტიურად ფართოვდება, ან მათი გაფართოება სულ ახლახან შეწყდა. მოულოდნელია, მაგრამ სიმულაციები იმაზეც მიუთითებს, რომ ეს ნაპრალები იმაზე უფრო სწრაფად ფართოვდება, ვიდრე აქამდე ეგონათ: წელიწადში დაახლოებით 3-დან 10 სანტიმეტრამდე, რაც დედამიწაზე ტექტონიკური ფილების მოძრაობის სიჩქარის მსგავსია.
მკვლევრებმა ის ფაქტიც დაადგინეს, რომ მოძრაობის შეწყვეტისთანავე ნაპრალის ფერდობები გაბრტყელებას საკმაოდ სწრაფად იწყებს. რაც უფრო ძველია ნაპრალური სისტემა, მით უფრო დაბალი, განიერი და ნაკლებად მკვეთრია მისი ფერდობები. დედამიწისგან განსხვავებით, სადაც ეროზია თანდათან შლის რელიეფს, ვენერაზე ფერდობები ქერქის დროთა განმავლობაში მოდუნების გამო იძირება. სიმულაციით მიღებული ფერდობების ფორმა ემთხვევა Dali Chasma-ს ნაპრალურ სისტემას, რომელიც 1990-იან წლებში Magellan-ის ზონდმა გადაიღო. ეს დამთხვევა კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ ეს ნაპრალები შედარებით ახლახან ჩამოყალიბდა.
“შედეგები გვეხმარება, ვენერაზე მიმდინარე ტექტონიკური აქტივობა უკეთ შევაფასოთ”, — თქვა ტარას გერიამ, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და ETH Zurich-ის გეოდინამიკის პროფესორმა.
ახალი მოდელი მეცნიერებს დაეხმარება იმ რეგიონების გამოვლენაში, სადაც გეოლოგიური აქტივობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს ტერიტორიები სამომავლო მისიების პრიორიტეტულ სამიზნეებად შეიძლება იქცეს. კვლევა ასევე აუმჯობესებს მეცნიერთა ცოდნას იმის შესახებ, როგორ ვითარდება და განიცდის ევოლუციას კლდოვანი პლანეტები, რამაც, შესაძლოა, მზის სისტემის მიღმა კლდოვანი ეგზოპლანეტების აღმოჩენა და შესწავლა გააადვილოს.
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
“ეს სიმულაციები საშუალებას გვაძლევს, ვენერას ნაპრალების რელიეფი აქტიური ტექტონიკური მოქმედების პირდაპირ სიგნალად წავიკითხოთ”, — თქვა ანა გიულხერმა, კვლევის თანაავტორმა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა.
ვენერას მიმართ სამეცნიერო ინტერესი იზრდება, რადგან NASA და ESA დედამიწის მეზობელი პლანეტის გამოსაკვლევად რამდენიმე მისიას ამზადებს. ETH Zurich-ის პროფესორები, პოლ ტაკლი და ტარას გერია, ანა გიულხერთან ერთად, ESA-ს მისია EnVision-ში მონაწილეობენ და იმ ინსტრუმენტებზე მუშაობენ, რომლებსაც ვენერას ორბიტერი პლანეტის ზედაპირის შესასწავლად გამოიყენებს. მისიის გაშვება 2030-იანი წლების დასაწყისშია დაგეგმილი და ის ვენერას ბირთვიდან ზედა ატმოსფერომდე შეისწავლის.
ათწლიანი “დამალობანას” შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ტესტი: გამოიცანი პლანეტა მხოლოდ ერთი ფაქტით
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
“დაბნელების სეზონი” დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში10292 ნახვა
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?2451 ნახვა
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა1741 ნახვა
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება1723 ნახვა
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ1635 ნახვა
გირჩევთ
Next საქართველო
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
გადახედვა
ადამიანი
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კოსმოსი
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
ბანკები და ფინანსები
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
AI-ზე მომუშავე ადამიანები აშშ-ის მთავრობას AI-ის განვითარების რეგულირებას სთხოვენ
AI-ზე მომუშავე ადამიანები აშშ-ის მთავრობას AI-ის განვითარების რეგულირებას სთხოვენ
გადახედვა
ტექნოლოგიები
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
გადახედვა
ტექნოლოგიები
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
მედიცინა
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
დედამიწა
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა