მწერალი ლაშა ბუღაძე:
მნგრეველები თავისუფლების მოედნის ჭადრებს ჭრიან. ან სხვა რა მოლოდინი იყო ამათგან? ძველი თბილისის ქუჩებსა და ისედაც აჩრდილად ქცეულ ულამაზეს სახლებს ხომ სპობენ რუსთაველის გაუქმებით… მთელი “დაწოლა” რომ ამ ქუჩებზე იქნება ახლა, და აი, ჭადრებიც ამჯერად… ხელოვნური “კუნძულების” და ქოცური აღებ-მიცემობის სანაცვლოდ… რა აუშენებიათ ამათ თბილისისთვის ან საქართველოსთვის კარგი, აქედან რომ ველოდოთ რაიმე სასიკეთოს?! ვინც არ ყოფილხართ ანაკლიაში და ჯერაც არ გინახავთ, თავს ნუღარც შეიწუხებთ, რადგან სანახავიც აღარაფერია: მოსპეს, ჩაალპეს, დააჟანგეს და გაავერანეს… როგორც პარლამენტის შენობა ქუთაისში, პოსტ-აპოკალიპტურ სოფლად რომ აქციეს, საძოვრადაც არა, ჭუჭყად და ნაგვად… რიყეზეც ალბათ რაიმე “მოდერნულ” შუშის “ფაცხებს” ჩადგამენ დოქების ლეწვის მერე… სხვას, აბა, რას მოიგონებენ – შუშები და შუშები ნუვორიშებისთვის!.. და აი, ახლა ჭადრები!.. თბილისი – ჭადრებია!.. აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე… ალბათ რა იდიოტურად ისმის ეს სიტყვებიც, ესთეტიკა რომ ეთიკის შემადგენელია… მაგრამ მართლა ეგრე რომ არის?! სიმახინჯეში რომ ცხოვრობ, საზოგადოებაც ხომ მახინჯდება!.. ესაა მიზანი!.. ნგრევა და სიმახინჯის ფეტიში… მორალურადაც!




