“ყველაფერში მატყუარები როგორ არიან? აა, რუსეთშიც ასეა, ხომ? კარგი” – უჩა ნანუაშვილი

 

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:

უფასო სწავლა არაო. არადა ამის გამო დაიწყეს ვითომ განათლების რეფორმა. ყველაფერში მატყუარები როგორ არიან? აა, რუსეთშიც ასეა, ხომ? კარგი

ცნობისათვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან, სრული გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ — ამის შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი წესის და პირობების შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებიდან ხდება ცნობილი.

დადგენილება იმ სტუდენტებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან.

განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უპირობოდ უფასოა პირველი ორი სემესტრის განმავლობაში. ამ პერიოდში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში ის აღნიშნავს, რომ თუ სტუდენტმა ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნო სემესტრში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება კვლავ აღუდგება.

მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ ეს მიდგომა გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში.