“ერთი ქრისტემ გადააქცია წყალი ღვინოდ, მეორეო თქვენო…”

“…ზესტაფონში მყავს უამრავი სამეგობრო, საოცარი ბიჭები… ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს ღვინის ქარხანა ჰქონდა და დაგვპატიჟა, ქუჩუბიჩმა აწია სადღეგრძელო და მეო, თქვენს ღვინის ქარხანასო, დავარქვი ქრისტეს მარანიო, უთხრა. გაუხარდა ამ კაცს ახლა, ჭარმაგი კაცი იყო… 4 თვის თავზე ერთ-ერთ სუფრაზე ჰკითხა, ბიძია, საიდან მოგივიდა, რომ ქრისტეს მარანი დაგერქმია ჩემი მარნისთვისო… ქუჩუბიჩი მთვრალია უკვე… საიდან მომივიდაო უთხრა და ერთი ქრისტემ გადააქცია წყალი ღვინოდ, მეორეო თქვენო… 90 წლის მერე ყურძენი არ მიგიღიათ და ღვინო არ გაგთავებიათო…” – ასე ხუმრობდა ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოტივით შექმნილი ახალი საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი კოტე მჟავია ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში
🔻 ახალი საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ განცხადება გუშინ მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ გააკეთეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით დარჩიაშვილი – ვაჭრობის ფონზე, ივანიშვილმა შესაძლოა კობახიძე მოიცილოს და პრემიერად ისეთი პირი დანიშნოს, ვინც დასავლეთისთვის უფრო ცივილიზებულად გამოიყურება, ელისაშვილის მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობა კი დაშინებისკენაა მიმართული