უკრაინაში დაღუპული მებრძოლი გოჩა ჟვანია სენაკში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს

ში ს ფედერაციასთან წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი გოჩა ჟვანია მშობლიურ სახლში, სენაკში გადაასვენეს.

ჟვანიას ცხედარს ახალგაზრდები ყვავილებითა და საქართველოს დროშებით დახვდნენ.

„გმირი, ქვეყანაზე შეყვარებული, პატრიოტი ადამიანი იყო“,- ამბობენ ჟვანიას თანაქალაქელები.

ინფორმაციისთვის, 1-ელ თებერვალს „ქართულმა ლეგიონმა“ უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

ქართველი მებრძოლები აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ.

აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ