თბილისის მერიის 2024 წლის ბიუჯეტი იზრდება. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება.
„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც იქნა დამტკიცებული 1 მილიარდ 763 მილიონია და ცვლილებებით, რომელსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის ბიუჯეტი გახდება 2 მილიარდი ლარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ბიუჯეტში დამატებული თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იქნება გათვალისწინებული.