ლაშა ტუღუში თინა ბერძენიშვილს: რატომ დასაჯეთ თქვენი თანამშრომლები, მაგალითად, პოსტების გაშეარების გამო?

“რატომ დასაჯეთ თქვენი თანამშრომლები, მაგალითად, პოსტების გაშეარების გამო? თქვენი პოზიციაა, რომ თუ რომელიმე თანამშრომელი პოსტს გააშეარებს, ამიტომ თავს აძლევთ უფლებას, რომ მას დაუქვითოთ, მაგალითად, მესამედი ხელფასის?… მე არაფერს ვამბობ ძველ ისტორიებზე, როდესაც თქვენ გარკვეული მოსაზრებების თუ შეხედულებების გამო დაითხოვეთ თანამშრომლები – ზაუტაშვილი, ჩიქოვანი… ასევე ეს ეხება გადაცემების დახურვას. როგორი ფორმით დახურეთ, ამაზე არ გავაკეთებ აქცენტს” | მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ლაშა ტუღუშმა მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინა ბერძენიშვილს.
💬 “რაც შეეხება პოსტების დაშეარებას, და აქ მინდა თქვენი ყურადღება იმიტომ, რომ დაპირება რომ ვთქვი, მე აღარ შევიცვლები და კი, ასე ვაპირებ კვლავ გაგრძელებას, კიდევ ესე მოვიქცევი ბატონო ლაშა, ესე ცუდად. მაგალითად, ჩვენ გვაქვს შიდა განაწესი, რაც ნიშნავს იმას, მიუკერძოებლობა და ეს სიტყვა impartiality – არ მიყვარს ინგლისური სიტყვები, ქართული არის არაჩვეულებრივი სიტყვა… სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე, ეს აპრიორი არასწორია. ეს ნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში შენ თავს მიეცი უფლება, გამოხატო მიკერძოებული აზრი, რისი უფლებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთ თანამშრომელს არ აქვს. ადამიანებს, რომლებიც არიან ჟურნალისტები და შეხება აქვთ შინაარსთან, დიახ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, რომ თავისი მიკერძოებული აზრი არ გამოხატონ. ახალ მედია ეკოსისტემაში, სადაც გადაცემა თითქმის კარგავს თავის ფუნქციას, კიდევ უფრო ბევრს გავხსნით და დავხურავთ, ამიტომ ამის არ უნდა შეგვეშინდეს” | უპასუხა ბერძენიშვილმა ტუღუშს
🔻 საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა გენერალურ დირექტორად ისევ ბერძენიშვილი აირჩია, რომელიც ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო. ამ პოსტზე ბერძენიშვილი კიდევ 6 წლის განმავლობაში იქნება
🔻 ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი გენერალური დირექტორია და 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება. 2026 წლის 1 იანვრიდან მისი ხელზე ასაღები ხელფასი 15 000 ლარია