„სანამ საქართველო იქნება, სანამ ქართველი კაცი სამებაში შევა, სანამ ქართველი კაცი უამრავ ქართულ აღდგენილ უძველეს ეკლესიაში შევა, სანამ ქართველი კაცი რუსთაველის თეატრში შევა, ოპერის თეატრში შევა, მარჯანიშვილის თეატრში შევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შევა, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში შევა და მრავალ ადგილზე შევა, პირჯვარს გადაიწერს თუ ხელოვნების ნიმუშით დატკბება, რა თქმა უნდა იქ, ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება“, — განაცხადა „ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.




