ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა, ის სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




