თბილისში გადმოსახლებული რუსები ქართველებს “ღორებს, უსაქმურებს და სუნიანებს” ეძახიან (ვიდეო)

სუნიან ღორებს” საქართველოს მოქალაქეებს რუსი ემიგრანტი ეძახის – ვიდეო ანდრეი კოზლოვისyoutube არხზე 10 დღის წინ გამოქვეყნდა, ათასობით ნახვა აქვს, თუმცა მასთან კითხვა არავის გასჩენია. უმაქნისები, უსაქმურები, არაფრის მკეთებელი ღორები” – ასე მოიხსენებს ის საქართველოს მოქალქეებს.

რუსეთის მოქალაქე 25 წლის კაცი საქართველოში უკვე ოთხი წელია, ცხოვრობს. სოციალურ ქსელში თბილისში მისი მდიდრული ცხოვრებს დემონსტრირებას ახდენს, შექმნა მისი ჯგუფი სახელად “სექტა”, სადაც რუსეთის სხვა მოქალაქეები გააწევრიანა. ვიდეო მიმართვებში, რომელსაც თბილისიდან წერს და ავრცელებს, გამოთქვამს პრეტენზიებს, რომ თურმე საქართველოს ეკონომიკური ზრდა გადმოსახლებული რუსების დამსახურება ყოფილა და ამ ქვეყნისთვის იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებმა.

საქართველოში ჟურნალისტი ვახო სანაია შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ 14 დღით დააკავა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სიტყვების გამო. “შაბათის ეთერმა”  შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელს ჰკითხა,  რატომ არ რეაგირებენ რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს “ღორებს” ეძახის და არაერთ შეურაცხყოფას აყენებს, თუმცა მარიამ კერესელიძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ ასეთი რამ არ ახსენდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე: 21-ე საუკუნეში, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე, მეცნიერებაზე, განათლებასა და კოსმოსის ათვისებაზე მუშაობს, საქართველოში კვლავ ქუჩური კანონებით, კრიმინალური ავტორიტეტებითა და “ძველი ბიჭობის” რომანტიზებით ვამაყობთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მტერი თუ იკადრებს იგივეს, მაშინ ვერავინ გააჩერებს “ოცნების” ვაჟკაცებს სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს ცემით სულს არ ამოხდიან. მერე კი, დიტო სამხარაძე ისევ ნაცების გინებას გააგრძელებს, ოღონდ, ამჯერად უკვე კრემლის აივნიდან