მწერალი ივა ფეზუაშვილი სოციალურ ქსელში ვერაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ გუშინ საღამოს, ვერაზე მომხდარი სროლის დროს, ტყვიები მის მანქანასაც მოხვდა.
მისი თქმით, ის გადარჩა, თუმცა, ვერ გადარჩა 17 წლის ბიჭი.
გუშინდელი სროლისას ჩემს მანქანასაც მოხვდა ორი ტყვია… გადავრჩი…სროლის დროს,
არც ქუჩაში ვიყავი არც მანქანასთან, არც სახლში… ვერ გადარჩა 17 წლის ბიჭი.
სულით და გულით ვუსამძიმრებ ოჯახს, ორი დღეა, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, სულ ამ ბავშვზე…
ეს სიტყვა “გადარჩენა” ამეკვიატა და მაშინებს. სამყარო გადარჩენაზე არ უნდა იყოს და სამყაროში, გადარჩენაზე არ უნდა იყო…
არ ვიცი კანონი როგორ მუშაობს, არ ვიცი ის იარაღები უნდა დაებრუნებინათ თუ არა…
თუ ეს ვიღაცის გულგრილობით, უპასუხისმგებლობით და არაპროფესიონალიზმით მოხდა, ჩემი აზრით კანონის თუ არა, ღმერთის წინაშე ის ადამიანიც არაა მართალი, დამნაშავეა!
სულ გადარჩენაზე ვერ ვიქნებით და სულ ვერ გადავრჩებით, – წერს ივა ფეზუაშვილი.




