“დაიცავით ხალხი. ადამიანებს კლავენ.
პატრიარქ შიო მესამეს არც ერთი ძალადობა არ დაუგმია, ხელისუფლებას კი “ბატონოთი” და “პატივცემულოთი” მიმართავს.
წარმოიდგინეთ, დღეს პატრიარქმა შიო მესამემ რომ ამხილოს ხელისუფლება, დაგმოს გუშინ მომხდარი მკვლელობა, ძალადობა, დაჭერები… ბევრი რამ შეიცვლებოდა.
პატრიარქო, თქვენ ერის სულიერი მამა გქვიათ. გუშინ თქვენი შვილი მოკლეს, მეორე სცემეს, მესამე დაიჭირეს, დააჯარიმეს… ხვალ სხვებსაც იგივე ბედი ელით.
იცით, ეს ვინ ქნა? ეს იმ ხელისუფლების მიერ დანერგილმა პროპაგანდამ და წესებმა ქნა, რომელსაც თქვენ “ბატონოთი” და “პატივცემულოთი” მიმართავთ.
მიტროპოლიტი სტეფანე, ჯაღმაიძე და მათი მსგავსები, რომლებიც ხელისუფლების ქებით არიან დაკავებულნი, ძალადობას არ გმობენ და პროტესტში მყოფ ხალხს აგინებენ, დასცინიან — ქვეყანაში რაც ხდება, ამაზე რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობენ?
ეს არ არის ხელისუფლება — ეს რეჟიმია. ქუჩაში ადამიანებს კლავენ, ვერ ხედავთ? და როგორ დუმხართ ზოგიერთი, ბერიც და ერიც?
სხვისი შვილი კი არ მოკლეს – ჩვენს შვილს ესროლეს, მოკლეს” – წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში და გუშინ ვერაზე მომხდარ სროლასა და ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება.




