საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

იურისტი საბა ბრაჭველი: 
Oniseს სცემეს, არაფრის გამო. ნეტა მართლა მაინც დაეშავებინა რამე.
ჰოდა, ახლა სადმე ხედავთ ქოცი და ვითომარაქოცი მტრედების შეშფოთებას, მოთქმას და ძალადობის დაგმობას?
სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?
იქნებ დროა, პარტიული ინტერესით ნაკარნახევი ნიანგის ცრემლები გულწრფელ აღშფოთებად აღარ ჩავთვალოთ ხოლმე.
თორემ ეგ ხალხი მშვიდობის სადღეგრძელოს დღესაც ისე დალევს, არც ონისეს ცემა შეაწუხებს და არც ის 17 წლის ბავშვი გაახსენდება, დღეს შუა ქუჩაში რომ ჩაცხრილეს და ონისეს გვერდით პალატაში რომ მოკვდა.
იქნებ ნაკლებად ვილაპარაკოთ ფარისევლების ფანტაზმურ ჭმუნვებზე და მეტი – ონისესნაირ ადამიანებზე, ვინც ყოველდღე საკუთარი ფიზიკური სხეულით რისკავენ, როცა ამ ქვეყანაში ლაპარაკს, ხუმრობას და წინააღმდეგობას ბედავენ.
და ისევ გაბედავენ.
ცნობისათვის,

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელებს. მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოქრიაშვილს თავს სამი ადამიანი დაესხა.

„ონისე ოქრიაშვილს სახლთან სამი ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ონისე ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ”, – წერს გიორგი მოსიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მულით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.