ლიკა ზაკაშვილი – ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორი:
ნოდარ დუმბაძის შვილი რომ ვიყო ონისესთვის სოლიდარობის გამოცხადებას ვერავინ დამასწრებდა
ვერ ხვდებით, რომ ეს ძალადობა ნოდარ დუმბაძის ოჯახის სახელითაც მოხდა?!
ცნობისათვის,
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელებს. მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოქრიაშვილს თავს სამი ადამიანი დაესხა.
„ონისე ოქრიაშვილს სახლთან სამი ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ონისე ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ”, – წერს გიორგი მოსიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მულით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.




