„ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო, გაიმეორა იგივე დემონსტრაციულად და მიუსაჯეს 2-კვირიანი პატიმრობა“, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, როდესაც სანაია 14-დღიანი პატიმრობიდან გამოვა თუ იმავეს გააგრძელებს, შესაძლოა, დღეებიდან თვეებზე ან წლებზეც კი გადავიდეს, ვინაიდან, ყველას მოუწევს, რომ საქართველოს და მის კანონებს პატივი სცეს.
„რომ გამოვა თუ ისევ იმავეს გააგრძელებს, უფრო დიდხანს მიუსჯიან და თუ ძალიან „წარმატებული“ იქნება, შეიძლება დღეებიდან თვეებზეც გადავიდეს, შემდგომში კი წლებზე. გეუბნებით უკვე დიდი ხანია, რომ მოგიწევთ ამ ქვეყანას და მის კანონებს პატივი სცეთ-თქო, საკმაოდ მყარი საფუძველი გაქვთ, რომ ეს დაიჯეროთ და განსაკუთრებულად ურწმუნოებს წარმატებებს გისურვებთ ზაფხულის „პაესტკებში“ საკნისკენ“, – წერს ლიზა გეგეჭკორი.




