საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს – ასე ეხმაურება ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობაში გაშვებას სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი.
ეს აჩვენებს, თუ რომელ მხარეს მდებარეობს დღევანდელი საქართველო: ევროპის ავტორიტარულ ნაწილში – წერს გალერი.
„ფორმულა ტვ“-ის ჟურნალისტს, ვახო სანაიას, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტისთვის 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მას გაცილებით მაღალი სასჯელი მიესაჯა, ეს არ არის დამამშვიდებელი, მაგრამ ეს აჩვენებს, თუ რომელ მხარეს მდებარეობს დღევანდელი საქართველო: ევროპის ავტორიტარულ ნაწილში. საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს”, – წერს გალერი.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.




