კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოში ხელოვნების ბაზარს აქვს ერთი გადაულახავი პრობლემა — ესაა საბანკო სექტორის მიერ ხელოვნების ნიმუშების არ აღიარება მატერიალურ ფასეულობად

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი:
თანამედროვე ხელოვნების აუქციონს, რომელიც რამოდენიმე თვის წინ თბილისში ჩატარდა გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა სელერებისგან.
ბევრი მიზეზი და გარემოება აქვს საქართველოს იმისთვის, რომ მსგავსი აუქციონები იყოს წარუმატებელი, ვიდრე წარმატებული…
საქართველოში ხელოვნების ბაზარს აქვს ერთი გადაულახავი პრობლემა — ესაა საბანკო სექტორის მიერ ხელოვნების ნიმუშების არ აღიარება მატერიალურ ფასეულობად.
საბანკო სექტორი იპითეკური სესხებით ზურგს უმაგრებს უძრავი ქონების ბაზარს. ერთი წამით წარმოვიდგინოთ უძრავი ქონების ბაზარი საბანკო კრედიტების გარეშე.
როდესაც ბანკები ხელოვნების ნინუშებს არ იღებენ სასესხო უზრუნველყოფისთვის, ანუ უარს აცხადებენ მასში დაინახონ მატერიალური ფასეულობა, ამ შემთხვევაში ხელოვნების ბაზარი რჩება ენთუზიასტების ხელში და რაიმე განვითარებასა და წინსვლაზე ლაპარაკი ზედმეტია.
აუქციონი, დაზღვევა, ლოჯისტიკა, ექსპერტიზა, რესტავრაცია და სხვა სერვისები საჭიროა მაშინ, როცა ხელოვნების ნიმუშები აღიარებულია მატერიალურ ფასეულობად და ამას აკეთებს მხოლოდ ბანკი. იქამდე კი ეს ყველაფერი მხოლოდ პოეზიაა…
თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს პირველ რიგში ქართული საბანკო სისტემის ნაკლია და მის დაბალ განვითარებაზე მიანიშნებს. მეორე საკითხია, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბანკებმა დაუშვან ხელოვნების ნიმუშების გამოყენება უზრუნველყოფისთვის. მაგრამ ამ მსჯელობისთვის საჭიროა ჩანდეს ბანკების მხრიდან მზაობა. ჯერ-ჯერობით ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს.