აშშ-ის ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანთან ომი შეერთებულ შტატებს 37.5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.
CNN-ის ინფორმაციით, “დემოკრატმა” სენატორმა დიკ დურბინმა საბიუჯეტო მოსმენის დროს მინისტრს ჰკითხა, ელის თუ არა ის, რომ ხარჯები გაიზრდება ახლა, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფაქტობრივად დასრულდა, რაზეც ჰეგსეთმა უპასუხა, რომ 37.5 მილიარდი დოლარიდან ნაწილი ფისკალური წლის ბოლომდე დაფარავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ჯარისკაცების კვება.
ამასთან, მისი თქმით, ირანს დახმარებას უწევს როგორც რუსეთი, ასევე ჩინეთი. ისინი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის გარკვეულ ქმედებას ომში.
„ბევრი გზა არსებობს ამის შესაჩერებლად და მისი სიღრმე და მასშტაბი გასაიდუმლოებული უნდა დარჩეს. თუმცა არსებობს გზები, რომლითაც ორივე ეს ქვეყანა, სხვადასხვა დონეზე, ირანის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ ქმედებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა აშშ-ის ომის მინისტრმა „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯონ ჰოევენის, კითხვის საპასუხოდ.




