Reuters – ლიბანის არმია ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქში შევიდა, მას შემდეგ, რაც ტერიტორია ისრაელის ძალებმა დატოვეს

ლიბანის არმია ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქში შევიდა, მას შემდეგ, რაც ტერიტორია ისრაელის ძალებმა დატოვეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლიბანსა და ისრაელს შორის აშშ-ის შუამავლობით გაფორმებული ჩარჩო შეთანხმების პირობების თანახმად, ისრაელის ძალები ლიბანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ზავთარ ალ-ღარბიედან გავიდნენ და ქალაქში ლიბანის არმია განლაგდა.

ჩარჩო შეთანხმება „ჰეზბოლას“ განიარაღებას და სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.

შეთანხმების ფარგლებში ისრაელის ჯარების სამხრეთ ლიბანიდან გაყვანის გეგმას „საპილოტე ზონის პროგრამა“ ეწოდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ გეგმა ორშაბათს ამოქმედდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – რუსი ხალხი გამოხატავს პოლიტიკას, რაც ქვეყანაშია, საქართველოს უყურებენ როგორც დიდ რესტორანს, სადაც მუსიკა უკრავს და მათ ემსახურებიან – აგულიანებთ აღქმაც, რომ „ოცნება“ რუსეთთან მოთანამშრომლეა და მათ ნაკლებად დააჯარიმებენ