პუტინის მორიგი 10 საათიანი კოშმარი. მოსკოვი ისევ შავ კვამლშია გახვეული

რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 400 კილომეტრის სიღრმეში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე პოდოლსკში მდებარე ნავთობის საცავი გახდა. ადგილი, რომელიც საწვავის შენახვისა და დისტრიბუციისთვის გამოიყენებოდა შავ კვამლში გაეხვა.

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინელების სამიზნეა მოსკოვის ოლქში მდებარე Wildberries-ი ერთ-ერთი უდიდესი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც უკრაინელებმა მინიმუმ 10 დრონი ჩამოაგდეს და თავდასხმის შემდეგ დიდი ხანძარი გაჩნდა. ზარალი იმდენად დიდი და მასშტაბური იყო, რომ დაახლოებთ 700 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილზე დასაქმებულები უმძიმეს რეალობაზე ყვებიან, რადგან თუ უკრაინა ლოჯისტიკური ცენტრის და საწყობების განადგურებას გააგრძელებს, ეს 10 ათასობით მცირე და მსხვილ ბიზნესს შეეხება.

Wildberries-ი ონლაინ შოპინგის უმსხვილესი რუსული კომპანიაა, ის საქართველოშიც არის წარმოდგენილი და თბილისში ათობით ოფისიდან გასცემს ამანათებს. ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის ორ საწყობში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო დაშავდა 80-ზე მეტი. ზოგიერთი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ევაკუაციას იქამდე არ იწყებენ ვიდრე ბომბი უშუალოდ საწყობს არ დაეცემა.