„მონა ვიყავი, ვერც კორპორატიულ საღამოზე მივდიოდი და ვერც ქორწილში. თუ წავიდოდი, მოვიდოდი და მცემდა“ – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეთა კოლეგიას სოფია სიგუა-შატბერავამ. ქალმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანასაულებს.
ქალი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ყოფილი ქმრისთვის ელექტრონული სამაჯურის მოხსნას. შატბერავას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იოსებ სიგუა მასზე ძალადობას ისევ გააგრძელებს.
სოფია სიგუა – შატბერავას თქმით, მან მედიას თავდაცვის მიზნით მიმართა, რადგან სამართალდამცავები არცერთ მის საჩივარზე არ რეაგირებდნენ.
ძალადობის სავარაუდო მსხვეოპლმა თქვა, რომ თანაცხოვრების დროს, სოსო სიგუამ მას “ფული მოპარა”.




