თამო კეშელავა: ტანკზე უარესია დღეს რასაც აკეთებს, ტანკზე ბევრად უარესი…

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
შემხვდა უკვე აქა–იქ, რას იზამს რუსეთი, მისი “კრასატულიები” რომ ქართველებმა ქორწილში არ დავისვით და თავზე არ დავისვითო…
რას იზამს და იგივეს, რასაც აქამდე – გამოუშვებს მეტ რუსს და მოსცხებს საქართველოში იმას, ვისაც უნდა “დაელაგებია” და ვერ ულაგებს.
რუსეთი საქართველოს იყენებს მისი ხალხის დასასვენებლად, მოსასვენებლად, ემანდ და დრონებმა არ შეაწუხონ ახლა, ვალერა მელაძეც მაგიტომ აახლა, რომ კონცერტიც კი აქ ჰქონდეთ თავისი.
კიდევ მოიფიქრებს რამეს აგვისტოსთვის.
ახლა ეს გულშეწუხებული ქალები და კაცები საწვავის რიგში ისე არ აწყობს მოსკოვში, როგორც აქამდე არასოდეს.
ასევე, იყენებს ჩვენს ქვეყანას ტვირთისთვის.
ასევე, იყენებს, როგორც უკანასკნელ საყრდენს ამ რეგიონში.
დარტყმის თავიც რომ ჰქონდეს, ახლა რატომ უნდა დაგარტყას?
ჯერ, ტანკის საწვავი კი არა, სახნავ–სათესის საწვავი გადაამუშაოს იქნება და არ დახრან პუტინი რუსებმა.
მაგრამ რომც ჰქონდეს თავი – მისი მიზანი ღიად დევს და გაცხადებულად, მეტი ტვირთი საქართველოდან, მეტი ანტიუკრაინული და ანტიევროპული განცხადებები საქართველოდან და მისი ნერვათხლეშილი რუსიკების დასამშვიდებელი, მოსასვენებელი სივრცე – ესენია რაც უნდა და რაც უნდა იმას კი აკეთებს და ელოდეთ თქვენ ახლა მაინცდამაინც ტანკს – ტანკზე უარესი არაა, დროშა შეურაცხყო რუსთაველზე რუსმა, მერე კი ქვეყნის მთავარ გამზირს შუა თითი აჩვენა და პოლიციამ გააცილა პატივით.
9 აპრილს, რამდენჯერ უნდა დავერბიეთ, რომ მაგის საშუალება და უფლება მიგვეცა რუსისთვის?
10 აპრილსაც კი, გლოვით და დუმილით სავსე ქალაქში, მართლა ტანკებით სავსე ქალაქში, ვერ გაბედავდა რუსი, გინებით გაეტარებია ქვეყნის მთავარ გამზირზე რუსი ქალები და ვერ ნახავდა ერთ ცალ ქართველ პოლიციელსაც, რომელიც დასთანხმდებოდა, ქართველებისგან დაეცვა ქართველის მაგინებელი და პატივით გაეცილებია…
ტანკზე უარესია დღეს რასაც აკეთებს, ტანკზე ბევრად უარესი…

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას – ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას – ეს არის, რაც შეგვიძლია და გვევალება