საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამართა. რუმინეთთან თბილისში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისში მოიპოვა და მე-5 წუთისთვის კეკელიას და ჩიმაკაძის გოლებით ორბურთიანი სხვაობით იგებდა. მე-18 წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ კიდევ ერთხელ გაიტანა და დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში რუმინელებმა ორჯერ, საბოლჩ მანიას და ატილა გალის ძალისხმევით გაიტანეს, საქართველოს ნაკრების მხრიდან კი, თავი შოთა თოფურიამ გამოიჩინა ეფექტური გოლით.
საქართველოს და რუმინეთის მეორე ამხანაგური მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 7 თებერვალს გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე
დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფლია.