ექსპერტები: ტრამპის წერილი დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილია და არა ურთიერთობების გადატვირთვის ნიშანი

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გამოუგზავნა, შეფასებები მოჰყვა.

ანალიტიკოსები და დიპლომატი მიიჩნევენ, რომ წერილი დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილია და ის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში არსებულ მდგომარეობაზე არსებით ცვლილებას არ მიუთითებს.

დასაფლავებებზე რომ დადიან, იმითაც ამაყობენ. იმდენად სტერილურები არიან, იმდენად იზოლირებულები არიან, იმდენად დიდი კომპლექსი აქვთ, რომ ნებისმიერ გაფაჩუნებას რავიცი, რას არ უწოდებენ. აგერ, ევროპაში წავიდა დელეგაცია, იქიდან რაღაც სისულელეები ილაპარაკეს და მეორე დღეს ეუთომ დასკვნა დადო აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგო, რა პროპაგანდისტული სურათის შექმნაც უნდოდათ მათ. ბევრმა მიულოცა, სავარაუდოდ, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესასწაული და უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველამ მიიღო პასუხი. ეს ელემენტარული ზრდილობის და პროტოკოლის საკითხია, – ამბობს გია ხუხაშვილი. 

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე კი მიიჩნევს, რომ წერილი შინაარსობრივად უნივერსალურია და მსგავსი ტექსტი ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება გაეგზავნოს.

წერილს არაფერი აკავშირებს პირდაპირი გაგებით საქართველოსთან. იგივე წერილი რომ აიღოთ, სახელი და გვარი შეცვალოთ და ზიმბვავეს გაუგზავნოთ, რამე არ გამოვა? ხომ ყველაფერი კარგად იქნება? იმიტომ, რომ სულ ორი აბზაცია. პირველია დიდი აბზაცი, სადაც წერია ამერიკა რას ზეიმობს, რატოპმ და რა ღირებულებებზე დაყრდნობით და მეორე პატარა ზრდილობიანი აბზაცი, რომ თუ აი, ზევით ღირებულებებს იზიარებთ, ჩვენ ერთად კარგ რაღაცეებს გავაკეთებთ. ანუ ეს წერილი იყო, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფო მოერგება – საქართველოსაც, აზერბაიჯანსაც, შეიძლება საფრანგეთსაც და შეიძლება ზიმბაბვესაც, – ამბობს სტრატგეიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე.

დიპლომატი ნიკოლოზ ხატიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების რეალურ გადატვირთვაზე მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები მიუთითებს და არა მისალოცი წერილების გაცვლა.

ამ წერილის გამოყენება იმისთვის, რომ თითქოს ურთიერთობებში რაღაც კარიდნალური ცვლილებები მოხდა, არ ვთვლი, რომ სიმართლეს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, როდესაც ერთი სახელმწიფო უგზავნის მისალოც წერილს და მაგაზე ვღებულობთ პასუხობს. ანუ როდესაც ჩვენ ვსაუბროთ ურთიერთობებსი გადატვირთვაზე, ამას კონკრეტული ინდიკატორები აქვს, მაგალითად, აღდგა თუ არა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიოების შესახებ ან ვიზის შემსუბუქების შესახებ, რაც პირიქით, ვიზის კონტექსტში ჩვენ ვნახეთ, რომ კიდევ უფრო გართულდა საქართველოსთან ვითარება, – ამბობს დიპლომატი ნიკოლოზ ხატიაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით უპასუხა. ადმინისტრაციის ცნობით, ტრამპმა კობახიძის მილოცვა შეაფასა და აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიმართულებით ერთობლივი მუშაობით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების იმედი აქვს.

წყარო