სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის გამო ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ერთ საათზე მეტია ჩაკეტილია

ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძართან, ერთ საათზე მეტია ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ხოლო ტაძართან მისასვლელი სამანქანე გზა ჩაკეტილია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტაძარში ჯვრისწერის ცერემონია მიმდინარეობს, რის გამოც მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქორწილის ცერემონიას ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრება, სავარაუდოდ გზის ჩაკეტვაც ამ გარემოებას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ჩვენი სისხლის სამართლის დოქტრინა იცნობს პროვოკაციის ცნებას, ანუ როდესაც ადამიანი განზრახ ქმნის ან იწვევს თავდასხმის საფრთხეს, რათა შემდეგ თავდამსხმელზე ძალა (ან სხვა საშუალება) გამოიყენოს და…