“დღეს ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…
მადლობა მთელ საქართველოს თანადგომისთვის.. მაგრამ რომ არ დამეწერა ბოღმისგან ვიხრჩობი
საკათედრო ტაძარში დავასვენეთ ორი მიცვალებული.. რა თქმა უნდა დედა შვილს, შვილიშვილს დასტირის და აჩუმებს… რომელ საუკუნეში არ იყო დატირება ტაძრებში მაინტერესებს? ერეკლე მეფეს დასტიროდნენ მარტო სვეტიცხოველში? საიდან ხართ ეს ამდენი შტერი და თავხედი ანაფორიანი? ვაჟა- ფშაველა არ დაიტირეს თუ დატირებაც აგვიკრძალეთ?
– წყევლა მაწყევარისა – აივლიდა და ჩაივლიდა! იმას თავის უბედურებაც ეყოფა ვლოცულობო მისი სულისთვისო? – შოკი მივიღე მკვლელისთვის ლოცულობს? ხატზე გადაცემა რომ იყო არა თუ დამნაშავის არამედ მთელი გვარის ლენჩო მღვდელო, უწიგნურო პირველად გაიგე? ქართული კინო მაინც არ გინახია თუ წიგნები არ წაგიკითხია? დღეს საერთოდ წირვა ჩემი ჭკუის დარიგებას უძღვნა! ინტერნეტ სივრცეში პოსტების წერას! სატელევიზიო ინტერვიუებს! ეტყობა რეზო ელიბარაშვილის ფულებს იჩხრიალებდა ცოდვების მოსანანიებელს!
მღვდელი რომ ხარ დიახ ყველას უნდა მოუწოდო რომ არ შერჩება სხვისი ოჯახების გამწარება და შავებში ჩაცმულ დედას, გამწარებულს არ უნდა გაუბედო! და არც არავინ იწყევლებოდა იქ!
ჩემი საბერძნეთიდან ჩამოსულ დეიდაშვილს დიმიტრის მივუბრუნდი და ვუთხარი – დიმიტრი მე რომ მოვკვდები მთელმა საქართველომ რომ სვეტიცხოველში მოითხოვოს ჩემი დასვენება არ დამასვენო მეთქი!- გარეთ გამოვედი…
მე ვერ გავაცოცხლებ ანას და მართას მაგრამ გამოდი ეკლესია და შენ დაწყევლე! ხატზე გადაეცი მთვრალი და ნარკომანი მძღოლი და ნუ შეუნდობ შესაწირის გამო ცოდვებს! შენ აღკვეთე ეს უსამართლობა 500 ადამიანი რომ მოკვდა გასულ წელს და მათ შორის 28 ბავშვს!
მე ვიბრძოლებ რომ ჩემი მართა ბოლო ბავშვი იყოს მკვდარი ლოთი, ნარკომანი, თავში ავარდნილი გოიმების გამო! ყველამ თავპირში უნდა გირტყათ ვინც დრიფტაობთ და სოფლებში ხალხი თავისი სახლის კართან ვერ დამჯდარა თქვენი შიშით! – წერს გორში დაღუპული დედა-შვილის ოჯახის ახლობელი ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში.




