დეა მეტრეველი: მიუსაფარი ცხოველების ე.წ. “სელექციური ევთანაზია” არის სასაკლაოს დაკანონება. ასე ხდება რუსეთში და ბელორუსში

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
მიუსაფარი ცხოველების ე.წ. “სელექციური ევთანაზია” არის სასაკლაოს დაკანონება. ასე ხდება რუსეთში და ბელორუსში. ნუ იქ ადამიანებსაც კლავენ და საჯაროდ კითხვებიც არავის უჩნდება (ჩვენც არ გვიკლია ბევრი ეს წითელი ხაზიც გადაიკვეთოს ასე თუ გაგრძელდება).
ცხოველებთან თანაცხოვრება თუ არ ვისწავლეთ მათზე ზრუნვით და საერთო უსაფრთხო გარემოს შექმნით და არა მიუსაფრების ხოცვით, სასტიკ და დაუნდობელ საზოგადოებად გადავიქცევით. ხოდა ასწავლეთ ბავშვებს მათზე ზრუნვა, მათ მიმართ ემპათიის გამოხატვა, რომ კარგი და გულისხმიერი მოქალაქეები გაიზარდონ 🐶🫶
პ.ს. ამ იდეის ინიციატორებზე არაფერს ვიტყვი, უფრო სწორედ ვერც ვერაფერს ვიტყვი… ან და რა არის სათქმელი? თავად ამბობენ ყველაფერს საკუთარ თავსა და ღირებულებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს