თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს

ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც პოლიციამ გაჩხრიკა და რომლის ბინაშიც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, პოლიციამ ადამინისტრაციული წესით დააკავა. ის ხელზე ბორკილებდადებული გამოიყვანეს საცხოვრებელი კორპუსიდან.
„ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მოხდა თამაზ ელიზბარაშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავება… ჩემი კოლეგა აცხადებს, რომ მოხდა მის წინააღმდეგ ძალადობა, რასაც მე პირადად არ შევსწრებივარ… იყო ძალიან აგრესიული დამოკიდებულება“, – უთხრა „TV პირველს“ ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელსაც ჟურნალისტმა კითხვა კორპუსთან დაუსვა.ელიზბარაშვილი ცოლთან და შვილთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, როცა პოლიციამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა. ის და ავტომობილი გაჩხრიკეს, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიცია მის ბინაში მივიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:მუხლი 236: ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება;მუხლი 151: მუქარა.არსებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“ პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებთან მომხდარი ინციდენტის გამო.საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ერთი დღით ადრე თამაზ ელიზბარაშვილვილმა ფეისბუკგვერდზე დაწერა: „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“.ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც თამაზაშვილი პოლიციამ გააჩერა, მისი ცოლი „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო. ის ამბობდა, რომ ორი დღით ადრე, 30 აგვისტოს, რესტორანში ყოფნის დროს, როცა თამაზ ელიზბარაშვილი ხელის დასაბანად გავიდა, „8 კაცი დახვდა“ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ რუსების გინების გამო. ამ კომუნიკაციაში გაირკვა, რომ ისინი სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები იყვნენ.„იმედის“ და იმ მოძალადებიის დაკვეთით პოლიცია ჩემს ოჯახზე ახორციელებს ტერორს“, – თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა ბინის ჩხრეკის დაწყებამდე.